Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პრეფესორ თედო დუნდუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ორგანიზებით  თედო დუნდუას (1961-2025) ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და თედო დუნდუას  შესახებ ისაუბრეს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და თსუ ვიცე-რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა.

 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ხელმძღვანელი, პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თედო დუნდუა ოთხი ათეული წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  სხვადასხვა ენებზე გამოქვეყნებულია მისი ასობით პუბლიკაცია საქართველოს სხვადასხვა ეპოქის ისტორიის, ქართული ნუმიზმატიკის, ეპიგრაფიკის, ისტორიის ფილოსოფიის საკითხებზე. 

 

 გარდა ამისა, თედო დუნდუა გახლდათ  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის  შრომების რედაქტორი. 

 

 

 

 

თარიღი: 26/12/2025